ტრამპის ანგარიში აღდგენილია. - ამის შესახებ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერეა. მანამდე მან პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 15 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 51.8%-მა ტრამპის Twitter-ზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი.
„ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დასძინა, რომ Twitter-ის15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა.
თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ დაბრუნდეს Twitter-ისპლატფორმაზე, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.