ამერიკელი მეწარმის და მილიარდერის ილონ მასკის კუთვნილი ორი კუთვნილი სახლი გასაყიდად გამოიტანეს. უძრავი ქონება კალიფორნიაში მდებარეობს. ამის შესახებ BBC წერს.მისი სახლები ვებგვერდ Zillow-ის მეშვეობით გაიყიდება. უძრავი ქონების ღირებულება $40 მილიონია.
გამოცემის ცნობით, მასკის ერთი სახლი $9,5 მილიონად არის შეფასებული. მანამდე ის ჰოლივუდის მსახიობ ჯინ უაილდერს ეკუთვნოდა.
კალიფორნიაში მდებარე მეორე სახლი ხედით ოკეანეზე $30 მილიონი ღირს.გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ მთელი ქონების გაყიდვას აპირებს.
imedinews.ge