ხუთშაბათს ამერიკის საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს აქციების ფასის კლების გამო, კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა 21 მლრდ დოლარი დაკარგა.
Forbes-ის ცნობით, მასკის ქონება 8,84%-ით შემცირდა და ახლა შეადგენს 221,3 მლრდ დოლარს. მიუხედავად ამისა, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ის მაინც ახერხებს ლიდერ პოზიციაზე ყოფნას. რეიტინგში მის შემდგომ პოზიციაზეა LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელი ფრანგი ბერნარ არნო 188,6 მლრდ დოლარით. მესამეზე კი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 165,8 მლრდ დოლარის კაპიტალით.
ცნობისთვის, Tesla-ს აქციები თბილისის დროით 00:56 საათისთვის 10,75%-ით, 837 დოლარამდე გაუფასურდა. ამის მიზეზად ანალიტიკოსები კომპანიის მიერ 2022 წლის გეგმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ Tesla მიმდინარე წელს ახალი პროდუქტის წარმოდგენას არ გეგმავს და ამას მხოლოდ 2023 წლიდან აპირებს. ამასთან, მასკის თქმით, მიმდინარე წელს კომპანია შესაძლოა, მიწოდების ჯაჭვში პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
BPN.GE