ილონ მასკის თქმით კაპიტოლიუმის თავდასხმის შემდეგ ტრამპისთვის ტვიტერის აკრძალვა მძიმე შეცდომა იყო, რომელიც უნდა გამოსწორებულიყო - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს, მასკის თქმით ტვიტერზე ძალადობის წაქეზება კვლავ აკრძალული იქნება.
„მე კარგად ვარ იმით, რომ ტრამპი არ წერს ტვიტერზე. მნიშვნელოვანია, რომ Twitter-მა გამოასწოროს მისი ანგარიშის შეჩერებით გამოწვეული შეცდომა, მიუხედავად კანონის და მომსახურების პირობების დარღვევისა. მოქმედი პრეზიდენტის დეპლატფორმირებამ მთელ ამერიკაში twitter - ის მიმართ ნდობა შეარყია.“, - წერს მასკი ტვიტერში.
გასულ კვირას მასკმა ტრამპის ანგარიშის ხელახალი გააქტიურება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც Twitter-ის გამოკითხვის შემდეგ უმრავლესობამ მის აღდგენას მხარი დაუჭირა, თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ Twitter-ზე დაბრუნებით დაინტერესებული არ იყო. მან დაამატა, რომ დაიცავს საკუთარ სოციალურ მედია საიტს, Truth Social, აპლიკაციას, რომელიც შემუშავებულია Trump Media & Technology Group-ის მიერ.
თაკო კვაჭანტირაძე