ბოლო 24 საათში, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ცვლილებაა. ილონ მასკმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რეიტინგის სათავეში იყო, 24 საათში 133.5 მლნ დოლარი დაკარგა და ახლა, „ფორბსის“ მილიარდერების ჩამონათვალში მე-4 ადგილზეა. მის ანგარიშზე ამ დროისთვის 129.4 მლრდ დოლარია.
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ბერნარ არნო გახდა, რომლის ქონებაც 166.9 მლრდ-ია. მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი - 158,3 მლრდ დოლარით, მესამე ადგილი კი, ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანია - 140,3 მლრდ დოლარით.