ილონ მასკის მფლობელობაში არსებული ბიზნესების ღირებულება გასული დღე-ღამის განმავლობაში საგრძნობლად დაეცა. 0%-მდე დაეცა Tesla-ს აქციები, კოსმოსში გამგზავრების მცდელობისას აფეთქდა SpaceX-ის რაკეტა, ხოლო Twitter-დან სამუდამოდ გაქრა ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი ნიშანი.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება დღე-ღამეში ჯამში $12.6 მილიარდით შემცირდა, რაც აღნიშნული წლის ყველაზე დიდი დანაკარგია. რისი ყველაზე დიდი მიზეზიც არის Tesla . მიმდინარე წლის I კვარტალში Tesla-ს მოგებამ ინვესტორებს იმედები გაუცრუა, კომპანიის მოგება 9.75%-ით დაეცა.
ილონ მასკი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია; იგი მხოლოდ ფრანგ ბერნარ არნოს ჩამორჩება. წელს მასკის ქონება $26.8 მილიარდით მოიმატა, რისი დამსახურებაც, პირველ რიგში, Tesla-ს 32%-იანი მოგებაა.