„იმ ადამიანებისთვის, ვის  სამომხმარებლო კალათაშიც სურსათს მეტი  წილი უჭირავს, ინფლაცია  გაზრდილია“ - ირაკლი მაკალათია

„იმ ადამიანებისთვის, ვის სამომხმარებლო კალათაშიც სურსათს მეტი წილი უჭირავს, ინფლაცია გაზრდილია“ - ირაკლი მაკალათია

access_time2023-04-05 10:30:13

„ფასების შემცირების მიზეზებზე საუბრის დროს უნდა  გამოვყოთ ორი ჯგუფი, ესენია ჯანდაცვა სადაც ფასები 9,1%  - ით  არის შემცირებული და ტრანსპორტის ჯგუფი სადაც ფასები 8% - ით არის შემცირებული ამ ორმა ჯგუფმა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მკვეთრად იმოქმედა“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“  ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.  მისი თქმით დანარჩენ ჯგუფებშიც  ფასების ზრდის ტემპი შემცირებულია, რამაც ინფლაცია 5,3% ზე დააკორექტირა.

 

„ინფლაციის შემცირება არ ნიშნავს ფასების შემცირებას, ეს ნიშნავს იმას. რომ ფასების  ზრდის ტემპი შემცირდა და ფასების საშუალო დონე კვლავ მაღალი დარჩა.

 

ამ საკითხის პოზიტიურ ჭრილში განხილვა შესაძლებელია იმ კუთხით, რომ რეფინანსირების განაკვეთის გადახედვა 29 მარტს მოხდა და შემდეგი გადახედვა 10 მაისს არის  ჩანიშნული, თუ ეს ტენდენცია აპრილშიც  გაგრძელდება და  ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი გვექნება ეროვნულ ბანკს დაუდგება ის საჭიროება, რომ  განაკვეთს გადახედოს. ეს  პოზიტიური სიგნალია და დადებითად აისახება  იმ ადამიანებზე, ვისი  სესხიც  რეფინანსირების  განაკვეთზეა მიბმული“ -  აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

 

რაც შეეხება კონკრეტულ ჯგუფებს ირაკლი მაკალათა განმარტავს, რომ ჯანდაცვის ჯგუფში  ფასების 9,1% - ით  შემცირება მკვეთრი შემცირებაა. მისივე  თქმით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 20,5% -იანი კლება სამედიცინო აპარატურებზე და მოწყობილობების ქვე-ჯგუფებზე, ასევე ამბულატორიულ მომსახურებაზე.


 

„რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს  აქ 8 % - ით არის ფასები შემცირებული, რაც სატრანსპორტო საშუალებების ფასების შემცირებით იყო გამოწვეული თუმცა მეორე მხრივ სურსათის ჯგუფში გვაქვს ინფლაციის ორნიშნა  მაჩვენებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის, ვინც  ჯანდაცვის მედიკამენტებს  და სატრანსპორტო  საშუალებებს ყიდულობდა,  ინფლაცია მკვეთრად შემცირებულია და პოზიტიური ფასებია, ხოლო იმ ადამიანებისთვის ვის  სამომხმარებლო კალათაშიც  სურსათს მეტი  წილი  უჭირავს  ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელია და მათთვის  ინფლაცია  გაზრდილია.“ - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

 

მაკალათიამ ისტორიულ  მაქსიმუმზეც ისაუბრა და განმატა, რომ  მშპ, რომელიც ხუთი წლის წინ  დაფიქსირდა, იმ დროისათვის ისტორიული მაჩვენებელი იყო 10 წლის წინაც და დღევანდელი მაჩვენებელიც ისტორიული მაქსიმუმია.


„ეკონომიკა ყოველთვის იზრდება,  თუ რაღაც  ხელოვნურად არ  შევამცირეთ, მაგალითად როგორც ეს პანდემიის  შემთხვევაში მოხდა. სხვა შემთხვევაში ეკონომიკა ყოველთვის სხვადასხვა ტემპით იზრდება და ეს ცხოვრების დონეზე ვარ აისახება იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის მცირე, აწარმოებს მცირე რაოდენობის პროდუქციას და ახალი წარმოება ნაკლებად ემატება. ადამიანი, რომელსაც  ასი  ლარი  და მას  შემოსავალი 20% ით გაეზრდება ნიშნავს  იმას რომ გაუხდა 120 ლარი და ეს ადამიანი ვერ დაეწევა იმას, ვისაც აქვს 10 000 ლარი.

 

ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მაგალითად ომმა დაგვანახა, საქართველოს  დერეფნის პოტენციალი, დაგვანახა ის, რომ შეგვიძლია აღმოსავლეთს და  დასავლეთს  შორის ვიყოთ დამაკავშირებელი. თუ მეტი პორტი და ინფრასტრუქტურა გვექნება ქვეყანაში განვითარებული, მეტი  ტვირთის  გადაზიდვას  შევძლებთ, მეტი ადამიანი დასაქმდება და  მეტი  ბიზნესი შემოვა ქვეყანაში, რაც ინვესტიციას მოიზიდავდა და ქვეყნის  ეკონომიკაზე დადებითად აისახება," განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up