იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს - ეკონომისტი კადრების დეფიციტზე

იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს - ეკონომისტი კადრების დეფიციტზე

access_time2022-09-06 15:00:20

ბოლო რამდენიმე თვეა კერძო სექტორის წარმომადგენლები კადრების დეფიციტზე აქტიურად საუბრობენ. კვალიფიციური მუშახელის მოძიების სირთულეებზე აქცენტს ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი აკეთებს.


ეკონომისტი აკაკი ცომაია კადრების დეფიციტის პრობლემის მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, შესაბამისად იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტია  ხელფასები მოიმატებს.


„იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფიქციაა.



მიმდინარე მდგომარეობას განაპირობებს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება. ზოგადად, პირველი დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი მეტი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე, რომელიც მიიღწევა მეტი რესურსის გამოყენებით ან/და პროდუქტიულობის გაუმჯობესებით. აქ ვგულისხმობ პოტენციურ და არა ფაქტობრივ ზრდას. მთლიანობაში, ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მას შემდეგ, როდესაც ფასები მიაღწევს შესაბამის ნიშნულს. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ფასების თეორია. ესეც დროებითი ფრიქციაა. თუმცა, ემპირიული დაკვირვებებით, დროის პერიოდი მოიცავს რამდენიმე კვარტალს და ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება. ხისტი ხელფასების კორექციის პროცესი კი შედარებით სწრაფად ხორციელდება. აკადემიურ ენაზე, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია ერთმანეთს გაუტოლდება. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: საგარეო მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი სამუშაო ძალა. თუმცა, თუ იმავე ხელფასად ის ამას ვერ ახერხებს, აქვს კიდევ ორი გზა: გაზარდოს პროდუქტიულობა ან/და ხელფასები. თუ პირველი არ გამოდის, რჩება მეორე. იმავე პროდუქტიულობაზე, ხელფასების ზრდას მოყვება ფასების ზრდა, რაც განაპირობებს შესაბამის დარგებში მოთხოვნის შემცირებას და ფაქტობრივი GDP უბრუნდება მის დომეინს - პოტენციურს.


რა სიდიდით უნდა გაზარდოს ბიზნესმა ხელფასები? ამ კითხვას პასუხობს სამუშაო ძალის მიწოდების ელასტიურობის მიმდინარე მდგომარეობა ხელფასის მიმართ. რა უფრო არაელასტიურია, მით უფრო მეტად მოუწევს. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გარდა, ელასტიურობის სიდიდეზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ, არგუმენტი, რომ მიმტანის კვალიფიკაციას მაღალი ანაზღაურება არ შეესაბამება, უსაფუძვლოა.  კვალიფიკაცია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მრავალს შორის. მიზეზი იმ მრავალს შორის არის:


  1. გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა ტრადიციული არავაჭრობადი რესურსი გახადა ვაჭრობადი. არავაჭრობად საქონელზე ერთი ფასის კანონი ვერ გავრცელდება. სხვა სიტყვებით, ქვეყნებს შორის ვერ ხერხდება საქონლის, მომსახურების თუ რესურსის გაცვლა, ხოლო სამუშაო ძალა ერთ-ერთია მათ შორის. ამიტომ, ფასიც სხვადასხვა ქყვეყანაში განსხვავებულია და გლობალური კონკურენციის მექანიზმი არ მოქმედებს. ვაჭრობად საქონელზე ასე, თუ ისე, ვრცელდება ერთი ფასის კანონი. ასე, თუ ისე, რადგან პრობლემას ქმნის ტრანსპორტირების (მანძილი), თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობისა და საგადასახადო სისტემის თემა. გლობალური კონკურენცია გლობალური გამოწვევაა და ბიზნესს მოუწევს ამისთვის თვალის გასწორება. ხელფასებს შორის ღრმულის შემცირების ტრენდი სახეზეა.
  2. არასახელფასო შემოსავალი - რა არის ის მინიმალური დასაშვები ხელფასი, რომელზეც ადამიანი მზადაა რომ იმუშავოს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია შემოსავლის სიდიდე, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს არა მუშაობის შედეგად, არამედ იღებს საკუთრების ფლობიდან, სახელმწიფო შემწეობიდან და სხვა წყაროებიდან. რაც უფრო მაღალია არასამუშაო შემოსავალი, მით უფრო მაღალია ის მინიმალური ხელფასი, რომელზეც თანახმაა რომ დასაქმდეს. ორი ძირითადი ფაქტორი გვაქვს: ფულადი გზავნილები მზარდია და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმი დიდი პრობლემა. კი, მთავრობა  არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამ პრობლემის წარმოქმნაში. სისტემის ნაკლში დამატებით ვგულისხმობ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებასაც. სამუშაო ძალის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი 50%-ის ფარგლებშია. ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია“,  განმარტავს აკაკი ცომაია.


PMC კვლევითი ცენტრის ცნობით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამუშაო ძალის მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის მიღმა მყოფი მოსახლეობა 3%-ით შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი სამუშაო ძალა 101.3 ათასი ადამიანით შემცირდა. 2022 წლის პირველ ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საშუალოდ 22.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2400 ლარზე მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილი კი – 16%. 2022 წლის პირველი ნახევარში, ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 ათასით გაიზარდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up