იმ მესაკუთრეებმა, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენგეგმით ზონის სტატუსი გაუუარესდა, თბილისის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ

იმ მესაკუთრეებმა, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენგეგმით ზონის სტატუსი გაუუარესდა, თბილისის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ

access_time2021-01-20 13:00:00

თბილისის მერი კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში, ზონის სტატუსი გაუუარესდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.



„2019 წელს მივიღეთ გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელიც გენგეგმაზე მუშაობდა, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების გეგმა ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც მანამდე სხვა ზონა ჰქონდა, ანუ მესაკუთრეს 2019 წლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა ახალი გენგეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქის პრიორიტეტებიდან გამოვიდა, ზონა შეიცვალა - თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, მოხდა ზონის ცვლილება და ზოგიერთ ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, ზოგს - ლანდშაფტური, ზოგს სატყეო და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრეების ინტერესებს, ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ეს ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად განვითარდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თბილისის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა.



„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა - კოეფიციენტის გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ. ამიტომ, დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, ვისაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე - აუცილებლად უნდა მომართონ თბილისის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით. პირველი, ურბანული სამსახური, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს - რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება. შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. ამიტომ, იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up