იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია - ფინანსისტი გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე

იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია - ფინანსისტი გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე

access_time2023-03-20 19:00:57

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთია (467.1 მლნ. აშშ დოლარი), რომელმაც თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) ჩაანაცვლა. გარდა ამისა, საქართველოს ექსპორტის 58% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, ხოლო მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთია.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ გაზრდილ სავაჭრო ბრუნვა რეგიონში არსებული მოვლენების ფონზე მოსალოდნელი იყო, თუმცა პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის და დსთ-ს წილის ზრდა სახიფათო და არასახარბიელოა. მისი თქმით, არსებობს იმის რისკიც რომ ტვირთების რაღაც ნაწილი, არის რუსეთიდან, მესამე ქვეყნების გავლით.


„ტვირთებზე მოთხოვნა საქართველოს გავლით მკვეთრად გაზრდილია, რუსეთი როგორც სატრანზიტო დერეფანი ფაქტობრივად, ჩაკეტილია. რუსეთიდან ექსპორტზე მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული, ამიტომ, ჩვენი დერეფანი ძალიან მოთხოვნადია ახლა და ეს გამოიხატება გაზრდილ ტვირთებში. შესაბამისად გაზრდილია მაჩვენებლებიც და სტატისტიკაც სხვადასხვა მიმართულებით.



იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ტვირთების რაღაც ნაწილი, არის რუსეთიდან, მესამე ქვეყნების გავლით, აქ შეიძლება დსთ-ს ნებისმიერი ქვეყანა მოვიაზროთ. იმასაც ვხედავთ, რომ რუსები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ჩვენი მთავრობის მისამართით. 


სახიფათოა ექსპორტი რუსეთში, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება გადაუტრიალდეს პუტინს თავში რაღაც და ემბარგო დაგვადოს. ინვესტიციები კი, რუსეთიდან არ მიმაჩნია უსაფრთხოების პრობლემად, პირიქით, ფულის შემოდის და ბერკეტი საქართველოს უჩნდება. არ ვგულისხმობ გამონაკლის შემთხვევებს, მაგალითად, როცა ყიდულობენ პორტს, რომ ჩაკეტონ მოძრაობა და სხვა მსგავს ვითარებას. 


საგანგაშოა ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის შემცირებაც, რაც ალბათ გამოწვეულია იმით, რომ იკლებს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის ქვეყნებში“,  ამბობს გიგა ბედინეიშვილი.


საქართველოდან რუსეთში 128 245 400 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მსუბუქი ავტომობილები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები. რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან 338 824.600 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, ხორბალი და მესლინი, ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up