„ნულოვანი იმედი“: რა ბედი ელის Nord Stream 2-ს

„ნულოვანი იმედი“: რა ბედი ელის Nord Stream 2-ს

access_time2022-03-03 15:20:05

ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა Nord Stream 2-ის ოპერატორსა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესეს, უკვე აშენებული გაზსადენის პროექტი პრაქტიკულად დაიმარხა. Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი სავარაუდოდ არ აღდგება, რადგან სანქციები უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციის“ განვითარებით შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.

 

Reuters-ის ინფორმაციით,  Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია გაკოტრების განაცხადს ამზადებს. მანამდე კი გერმანიამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

 

ოთხშაბათს, 2 მარტს, Nord Stream 2-მა განაცხადა, რომ მან გაკოტრების პროცესის დაწყებას ვერ ადასტურებს, ოპერატორმა კომპანიამ შვეიცარიის ხელისუფლებას მხოლოდ პერსონალთან კონტრაქტების იძულებითი შეწყვეტის შესახებ აცნობა.

 

11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა უმოქმედო იყო, რადგან გერმანიასა და ევროკავშირში მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ელოდებოდა.

 

სამშაბათს, 1–ელ მარტს, Nord Stream 2 ოპერატორმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ  აშშ-ს სანქციების გამო თანამშრომლებთან კონტრაქტებს წყვეტდა.


„ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, რამაც გამოიწვია აშშ-ს სანქციების დაწესება Nord Stream 2 AG-ზე, კომპანია იძულებული გახდა თანამშრომლებთან კონტრაქტები შეეწყვიტა. ამის გამო ძალიან ვწუხვართ“, - ამბობს პროექტის ოპერატორი.

 

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ შვეიცარიაში რეგისტრირებულ რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიას Nord Stream 2 AG სანქციები დაუწესა. სამინისტრომ ასევე დაავალა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია 2 მარტამდე დასრულდეს.


 

პროექტში გაზპრომის ფინანსური პარტნიორები იყვნენ  Shell, OMV, Wintershall Dea, ასევე Uniper და Engie.

 

ინგლისურ-ჰოლანდიურმა კომპანია Shell-მა გადაწყვიტა პროექტიდან გავიდეს და ინვესტირება შეწყვიტა. პროექტში საკუთარ მონაწილეობას ასევე გადახედავს ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიამ OMV.  ხოლო, კომპანია Wintershall DEA კი აცხადებს, რომ პროექტზე დახარჯული თანხები ჩამოეწეროს და არ განაგრძოს რაიმე დამატებით ინვესტირება გაზისა და ნავთობის პროექტებში.

პროექტი თითქმის მკვდარია

 

Nord Stream 2 პროექტი პრაქტიკულად მკვდარია, განუცხადა Forbes-ს საკონსულტაციო კომპანია RusEnergy-ის პარტნიორმა მიხაილ კრუტიხინმა.

„აშშ სანქციები არავის აძლევს უფლებას  Nord Stream 2-თან იმუშაოს ” - ამბობს ის. ამას ითვალისწინებენ გერმანული კომპანიებიც, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ ამ პროექტს ტოქსიკურ აქტივად მიიჩნევენ. პროექტი არასოდეს განხორციელდება, რადგან საომარი მოქმედებების გაგრძელებით სანქციები მხოლოდ გაიზრდება“.

 

„Nord Stream 2 ყველაზე სერიოზული სანქციების ქვეშაა, მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება სანქციების გაუქმებამდე“, - განუცხადა Forbes-ს ელენა ანანკინამ, Standard & Poor's-ის მოსკოვის კორპორაციული საკრედიტო და ინფრასტრუქტურის რეიტინგების უფროსმა ანალიტიკოსმა. „SP – 2“ აშენებულია, მაგრამ ლეგალურად ამოღებულია ევროპის ენერგეტიკული ბალანსიდან. სანქციები დაწესება ადვილი, თუმცა მოხსნა ძალიან რთული“,

 

”იმედი, რომ Nord Stream 2 ოდესმე ამოქმედდება, ახლა ნულთანაა ახლოს“, - განუცხადა Forbes-ს Finam Investment Company-ის ანალიტიკოსმა სერგეი კაუფმანმა. მის თქმით, ეს მოითხოვს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც ახლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია.

 

„რუსეთზე მზარდი სანქციების ზეწოლის საფუძველზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეს პროექტი არ ამოქმედდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი რუსეთისთვის დახურულია“, - განუცხადა Forbes-ს ალექსეი გრომოვმა, ენერგეტიკისა და ფინანსების კვლევითი ცენტრის ინსტიტუტის ენერგეტიკული მიმართულების მთავარმა დირექტორმა.

 

„Nord Stream 2-ის განხორციელებას ისინი მხოლოდ კრიტიკული [ენერგეტიკისთვის] სიტუაციის შემთხვევაში დაუბრუნდებიან“, - ამბობს ელენა კოჟუხოვა, საინვესტიციო კომპანია Veles Capital-ის ანალიტიკოსი.

 

თუმცა, არსებობს უფრო ოპტიმისტური თვალსაზრისიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვი იმედოვნებს, რომ Nord Stream 2 პროექტი კვლავ იმუშავებს.

 

„ისტერიული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის Nord Stream 2-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, - აცხადებს პესკოვი. „საღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა Nord Stream 2-ის ამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს“


forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up