„იმედია ამჯერად, „მაიმუნის ყვავილი“ არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში“

„იმედია ამჯერად, „მაიმუნის ყვავილი“ არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში“

access_time2022-06-17 15:40:00

„პოსტპანდემიურ პერიოდში გასართობ ცენტრებში მოთხოვნა მზარდია, მომართვიანობა მომატებულია და შესაბამისად, სრულად მობილიზებული ვართ სამუშაოდ. ბაზარი გაიზარდა, რაც ძალიან კარგია, რადგან რთული 2 წელი გადავიარეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, პანდემიამდე, წელიწადში, საშუალოდ 40-დან 70-მდე ცენტრი იხსნებოდა, ახლა კი, როდესაც ფაქტობრივად, პანდემიის დასასრულად ბოლო სამი თვე შეგიძლია ვივარაუდოთ, ამ სამ თვეში 2-3 ახალი ცენტრია დარეგისტრირებული. „ბუნებრივია, როდესაც საქმე ფინანსებშია, იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ ბევრს უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება და ფულის ამ ბიზნესში ჩადება. არავინ იცის, რა იქნება ხვალ“.


ბოლო თვეებში , გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გაიზარდა ფასებიც, რაც გარდაუვალი იყო. მთიულიშვილის თქმით, 20-25%-ით არის მომატებული გასართობი ცენტრების მომსახურების საფასური, თუმცა ფასი უმეტეს შემთხვევაში მომსახურების ადექვატურია: „რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც ცენტრში დაბალი ხარისხია, ეს იმ შემთხვევას ჰგავს, ხანდახან რესტორანში საუკეთესო მომსახურება რომ ვერ მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად არის ნეგატიური შემთხვევები და უმეტეს წილად მშობლებისც და ბავშვებიც კმაყოფილები ბრუნდებიან შინ“.


გიორგი მთიულიშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებები ასოციაციამ მიიღო: „კონკრეტულად, ერთი იყო საბანკო მიმართულებით, პროცენტის კუთხით. უხეშად რომ ვთქვათ, თუ გადასახდელი გვქონდა პროცენტი 1 ლარი, სახელმწიფომ გადაგვიხადა 30 თეთრი. თუმცა 2 წლიანმა ჩაკეტვამ ბოლომდე ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარა.



მეორე იყო საიჯარო მიმართულება, ამ მხრივაც გვქონდა პრობლემები, მაგრამ სახელმწიფოს წილი ამ დახმარებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია განვითარდებოდა.


რაც ნამდვილად გაკეთდა, იყო საგადასახადო კუთხით - მოხდა დროებით გადასახადების შეჩერება“.


გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, რისი წინაპირობაც სასწავლო პროცესის, სკოლებისა და ბაღების დასრულებაა, შესაბამისად, ბევრი ცენტრი ზაფხულში აჩერებს საქმიანობას. „მომავლის იმედით ვართ, იმედია ამჯერად, „მაიმუნის ყვავილი“ არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში, საკმარისი მიზეზი გვაქვს, ამისი გვეშინოდეს“.


bpn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up