„იმედია, ბანკების გადაწყვეტილებაში მთავრობა არ ჩარეულა და ისინი რისკებს ადეკვატურად აფასებენ“

„იმედია, ბანკების გადაწყვეტილებაში მთავრობა არ ჩარეულა და ისინი რისკებს ადეკვატურად აფასებენ“

access_time2020-03-16 11:45:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო.


ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ თუ ბანკების გადაწყვეტილებაში მთავრობა არ ჩარეულა, მაშინ საფინანსო ინსტიტუტები ადეკვატურად აფასებენ რისკებს და ხვდებიან, რომ შემდეგ 3 თვეში მაინც მოუწევდათ საშეღავათო ნაბიჯების გადადგმა.


„იმედია, ბანკების ეს გადაწყვეტილება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა აქ არ ჩაერია და ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბანკებს ყოველთვის აწყობთ მთავრობიდან სესხის აღება მაღალ საპროცენტო განაკვეთში, იმიტომ რომ ეს მათთვის მაღალი ლიკვიდური სესხია. თუ ეს მთავრობისგან ჩაურევლად მოხდა, უნდა ჩავთვალოთ რომ ისინი ადეკვატურად აფასებენ რისკებს და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. თავისთავად თუ ბანკებს აქვთ ეს რესურსი და იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რაც ერთგვარი სოლიდარული აქტია, შესაძლოა ეს მათი გათვლაც არის, რადგან ხვდებიან რომ ამ 3 თვეში ადამიანებს შეექმნათ მძიმე მდგომარეობა და მაინც მოუწიოთ მსგავსი საშეღავათო ნაბიჯების გადადგმა. სცენარი შეიძლება ბევრნაირი იყოს, ამიტომ თუ მთავრობა ჩაერია, მაშინ არასწორია რომ მივადგეთ ბანკებს და ვუთხრათ, კრედიტები გადაგვივადონ, რადგან დროთა განმავლობაში რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, საფინანსო ინსტიტუტებს მით უფრო დიდი საფრთხე შეექმნებათ. თუ ბანკების თავისუფალი გადაწყვეტილებაა და მთავრობა არ ჩარეულა, უნდა მივიჩნიოთ რომ ისინი რეალურ რისკებს აფასებენ“,  - განაცხადა აკაკი ცომაიამ.



აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან  სესხებზე შეღავათების დაწესების საკითხს ძალიან სწორ და კარგ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.


„ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, ბანკებს მოგება შეუმცირდეთ, მაგრამ, თუ ადამიანებს სესხების დაფარვის საშუალება არ ექნებათ, საფინანსო ინსტიტუტებს ისედაც შეუმცირდებათ მოგება. მოკლედ, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ ექნება“, - აღნიშნავს თემურ ბასილია.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ გუნდის მიერ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმის მიხედვით, ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up