ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება - სექტორის წარმომადგენლები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ

ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება - სექტორის წარმომადგენლები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ

access_time2022-12-28 17:00:30

საქართველოს მთავრობა საფოსტო სექტორში დამატებითი  რეგულაციების შემოღებას გეგმავს. ცვლილებების საბაბი რეგულაციების  ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანაა. კანონპროექტზე მუშაობის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.



არსებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციები, რომელიც ტრანსსასაზღვრო ამანათებს ეხება, ბაზრის მოთამაშეებს ახალ ვალდებულებებს უწესებს. რეფორმის ნაწილია მარეგულირებლის დანიშვნა, რომლის მიმართაც გადამზიდავ კომპანიებს კონკრეტული სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნებათ.



სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეკონომიკის უწყებას მათთან კონტაქტი არ ჰქონია, და შესაბამისად მათ კანონპროექტის ბოლო რედაქციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.




კანონპროექტის მომზადების კიდევ 2 წლით გადავადება კერძო სექტორისთვის მიუღებელია. ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ Fedex საქართველოს  წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა 8 წელია მიმდინარეობს, რაც ძალიან დიდი დროა. მენთეშაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დრამატული ცვლილებების მოლოდინი და გაურკვევლობა ბაზარს აზიანებს და მოთამაშეებს  გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.


„რაც არ უნდა რთული  კანონი  იყოს რვა წელი კანონშემოქმედებისთვის საკმაოდ  გრძელი პროცესია.  ჩვენ შევეცადეთ  ამ  კანონში შენიშვნები  შეგვეტანა და ეკონომიკის  სამინისტრო  ამის  შესახებ  ინფორმირებული  გვყოლოდა და შესაბამისად  ჩვენ  ამ  პროცესს  მივყვებოდით, მაგრამ ეს არ  არის  იმხელა  პროცესი,  რომ მას რვა  წელი დასჭირდეს, ამიტომ ეს  ალბათ  ეკონომიკური  პოლიტიკის საკითხია“, - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.


ნინო მენთეშაშვილის თქმით, კანონპროექტი საფოსტო სექტორის ორ სფეროს მიჯნავს.


„იმ რედაქციით რასაც ჩვენ ვიცნობთ,  ორი სფერო ერთმანეთისგან  იმიჯნება, ეს არის უნივერსალური მომსახურება და  ჩვეულებრივი  საფოსტო  საკურიერო  მომსახურება ,  საფოსტო  საკურიერო  მომსახურება რჩება ხელუხლებელი და ლიბერალიზებული ბაზარზე და უნივერსალური მომსახურეობა ექვემდებარება  რეგულაციებს და შესაბამისად მას  არეგულირებს  სახელმწიფო,“ - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up