იმერეთი აგრო ქალთა მეწარმეობის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

იმერეთი აგრო ქალთა მეწარმეობის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

access_time2022-04-28 14:52:43

ჭიათურაში მცხოვრებ ქალებს, რომელთაც სურთ აგრო მეურნეობის დაწყება, იმერეთი აგრო მოცვის, ჟოლოს და მაყვლის სადემონსტრაციო ბაღს გაუკეთებს.

პროექტის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა ერთი კანდიდატი, რომელსაც სრულად დაუფინანსდება მოცვის, ჟოლოს და მაყვლის გაშენება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 1000 კვ.მ-მდე ფართობზე.  

ჩართვის მსურველ ქალბატონებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი “იმერეთი აგროსა” და კვალიფიციური სანერგე მეურნეობის თანამშრომლობით მოეწყობა სადემონსტრაციო ბაღი. კენკროვანი კულტურები მუდმივი დაკვირვების რეჟიმში იქნება, რათა მინიმალურ დროში მაქსიმალურად უხვი მოსავალი მივიღოთ.

„ქალთა გაძლიერების პროგრამით გვსურს, შევუქმნათ ქალებს შესაძლებლობა განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მეწარმეობაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგში ქალ მეწარმეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია მათთვის ცოდნისა და რესურსების მიწოდება, რათა მომავალში მათი სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენონ,“ განაცხადა იმერეთი აგროს მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OjJQ1X . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია მიწის ნაკვეთი: მდებარეობდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში; ფართობით იყოს 1000 კვ.მ ან ნაკლები; მიეწოდებოდეს დენი და წყალი; იყოს რეგისტრირებული; იყოს შემოღობილი. პროგრამაში ჩასართავად არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია მიწის ანალიზის ქონა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. პროექტის მხარდამჭერია “ჯორჯიან მანგანეზი”.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up