საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი, რომლის მიხედვითავ 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური ქვეყნის დასავლეთით, იმერეთის რეგიონში აშენდება.
ხელშეკრულების გაფორმებიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 24 თვეა გამოყოფილი.
ახალი ქარის ელექტროსადგური წელიწადში 181 მილიონ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავებს. ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარი იქნება.