ნიკა კვერნაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტი. ფლობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხებს.
ნიკა კვერნაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სფეროში აქვს მიღებული. მათ შორის არასამთავრობო სექტორში, არაფორმალური განათლების და ტრენინგ ინდუსტრიაში, იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორი.
ასევე მისი სამუშაო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია უმაღლესი განათლების სისტემასთან, როდესაც მუშაობდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსის და ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობებზე. სტუდენტობის წლებში კი იყო კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში. იყო ქ. თბილისის მერიის საზაფხულო ბანაკის "თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება" და „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადი“-ს პროექტების მენეჯერი.
ნიკა კვერნაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1993 წელს. დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში.