ბრიტანეთის ეკონომიკა არის ერთადერთი წამყვანი ეკონომიკა, რომელიც მიმდინარე წელს სავარაუდოდ რეცესიაში ჩავარდება, ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ( IMF) ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საყოფაცხოვრებო ხარჯების შემცირება ენერგიაზე მაღალი ფასებით, იპოთეკის ხარჯების გაზრდითა და გადასახადების ზრდით იქნება გამოწვეული.
IMF-მა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკების პროგნოზი გააუმჯობესა, თუმცა დიდი ბრიტანეთი გამონაკლისია და IMF-ის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა 2022 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 2023 წლის პირველ კვარტალში 0,5%-ით შემცირდება.
IMF-ის პროგნოზის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდას, რუსეთის ეკონომიკური ზრდა აჯობებს და ის 1%- ით გაიზრდება.
IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს გაერთიანებულის სამეფოს მშპ 0,5%-ით შემცირდება, თუმცა 2022 წლის პროგნოზით 2023 წელს 0,2%- იანი ზრდა იყო ნავარაუდევი.
დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სავარაუდოდ 0,5 პროცენტული პუნქტით გაზრდის და ის ჯამში 4% იქნება.