IMF: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სწორი იყო, ამის შედეგებს ეკონომიკაში ვხედავთ

IMF: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სწორი იყო, ამის შედეგებს ეკონომიკაში ვხედავთ

access_time2022-07-19 12:15:53

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის სამართავად გამოყენებულ ინსტრუმენტებს წარმატებულს უწოდებს.

 

IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი, ჯიჰად აზურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით ფონდის პროგნოზები ოპტიმისტურია.

 

"ინფლაცია მზარდია რეგიონში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ამის მიზეზი საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდაა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი და ის სწორედ ინფლაციის დონის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას ემსახურებოდა. ცენტრალურმა ბანკმა აქამდე მიაღწია წარმატებას, მათ გამოიყენეს სწორი ინსტრუმენტები. ამის შედეგებს კი ეკონომიკაში ვხედავთ.

 

უკრაინაში მიმდინარე ომი ამ ეტაპზე არსებული მაჩვენებლების მთავარი განმაპირობებელია და გაურკვევლობა ასევე მნიშვნელოვნად  მოქმედებს გლობალურ გარემოზე. ამის მიუხედავად, საქართველოსთან დაკავშირებით IMF-ის პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია",- განაცხადა მან.

 

ჯიჰად აზური ასახელებს სამ საკითხს, რომელთა განხორციელება სწრაფი ეკონომიკური აღდგენის საფუძველია.


 

"სტაბილურობა, ეს არის კეთილდღეობის მთავარი გზა. მიკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას მაშინ აანალიზებ, როდესაც შოკების წინაშე დგები. ასე იყო მაგალითად, 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს. ამ სიტუაციაშიც საქართველომ მოახერხა შოკისგან სწრაფი აღდგენა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ინდიკატორების სტაბილურად შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ინფლაცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს უდიდესი არასტაბილურობის ეკონომიკაში, რამაც შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური ზრდის მოცულობა.

 

მეორე, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. მესამე ელემენტი კი ფინანსური ინსიტუტებისა და ეროვნული ბანკის სიძლიერისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია, მაგრამ არა საკმარისი.

 

განათლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როდესაც ქვეყანაში დგას ემიგრანტების საკითხი, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ განათლება მაღალ საფეხურზე უნდა იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გჭირდებათ კარგი ბიზნეს გარემო. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ გლობალური ეკონომიკები იცვლება. ყველა ეკონომიკას, მათ შორის საქართველოს, აქვს გამოწვევები, მაგრამ თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობები.

 

ნაბიჯები, რომელიც საქართელომ მომავალში უნდა გადადგას არის ის, რომ გააძლიეროს კავშირები და პარტნიორობა სხვა ქვეყნის ეკონომიკებთან, როგორიც არის ევროპა, აზია...ასევე, უნდა გამოიყენოს სექტორები, რომელიც დღეს ძალიან მზარდია, მაგალითად, ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები, კლიმატთან დაკავშირებული სექტორები.

 

ეს ყველაფერი ზრდის მდგრადობას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც ჩვენი პროგრამის ნაწილია. ეს მნიშვნელოვანია ნაწილია იმდენად, რამდენადაც ამცირებს ფისკალურ რისკებს. ჩვენ ასევე ველით, რომ განხორციელდება რეფორმები, მაგალითად, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ვფიქრობთ, ეს უკანასკნელი, თანდათანობით დაეხმარება ეკონომიკას",- აღნიშნა აზურმა.


Business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up