„იმის ხარჯზე, რომ უკრაინის და ბელორუსის ბაზრებისთვის განკუთვნილი ღვინო რუსეთში წავიდა, რუსეთის წილი ექსპორტზე გაიზარდა“ -  ლევან მეხუზლა

„იმის ხარჯზე, რომ უკრაინის და ბელორუსის ბაზრებისთვის განკუთვნილი ღვინო რუსეთში წავიდა, რუსეთის წილი ექსპორტზე გაიზარდა“ - ლევან მეხუზლა

access_time2022-10-16 11:00:10

კახეთში ყურძნის დღიური გადამუშავება 1000 ტონას  ჩამოსცდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ რთველი 2022  დასასრულისკენ მიდის, ამ ეტაპისთვის მცირე რაოდენობები  დარჩა ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ჯამური გადამუშავება 240 000  ტონას გასცდა, აქედან 142 000  ტონა  რქაწითელია, ხოლო 88 000 ტონა  საფერავი.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდირების  პროგრამიდან ნელ-ნელა გამოვა, თუ რას  ფიქრობს სექტორი სუბსიდირების პროგრამაზე, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ისაუბრა, მისი თქმით  იმის მიღწევა, რომ სუბსიდია საჭირო აღარ იყოს ეტაპობრივად შესაძლებელია.


„ჩვენ რთველის დასრულებისთანავე ვიმუშავებთ და ვფიქრობთ, რომ წელსვე გადავწყვეტთ იმ სქემას, რაც მომავალი რთვლისთვის გვექნება, ვფიქრობთ  რომ  არის  დრო, რომ სუბსიდიის თემაში ხარისხის კომპონენტი გაჩნდეს და ფერმერებმა ხარისხზე მეტად იზრუნონ. წელს მოსავლის შედარებით სიმცირის გამო, რთველში ნაკლები დაგვჭირდა, მათ შორის სუბსიდიისთვისაც და მათ  შორის მოსავლის მართვის კომპანიასაც ნაკლების ჩაბარება მოუწია, ვფიქრობ  რომ საბოლოო  ჯამში  ექსპორტის დივერსიფიცირებასთან ერთად მივაღწევთ იმას,  რომ ყურძნის რეალიზაცია თავისუფალ  ბაზარზე მოხდება.

 

რაც შეეხება ექსპორტს, დაახლოებით იმ რაოდენობებზე ვართ, რაზეც შარშან ვიყავით,  რა  თქმა უნდა ეს კარგი მაჩვენებელი არ არის, რაც  ვფიქრობ  რომ ამ გარემოებების გამო საკმაოდ  კარგი  შედეგია. წლევანდელი წელი პირველი ორი თვე ძალიან აქტიური იყო, შემდეგ მარტში განვითარებულმა მოვლენებმა და ახლაც უკრაინაში მიმდინარე ომმა ექსპორტის მაჩვენებელს დაღი დაასვა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 


დღეის მდგომარეობით ქართული ღვინის 60% რუსეთის ბაზარზე გადის, კითხვაზე თუ რა უნდა იყოს ის  ბიძგი, რაც  ქართველ მეღვინეებს რუსულ  ბაზარზე  უარს ათქმევინებს, მეხუზლა პასუხობს, რომ  შარშანდელი მონაცემების მიხედვით რუსეთში ექსპორტი მაჩვენებელი 60%- ს ჩამოსცდა და 58%  შეადგინა, წელს რუსული ბაზრის წილი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ  დღეს ღვინის ექსპორტი უკრაინაში ფაქტობრივად არ ხდება.

 

„სწორედ იმის ხარჯზე, რომ ეს ნაშთები, უკრაინის და ბელარუსის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი  რუსეთისკენ წავიდა,  რაც  შეეხება სხვა ბაზრებს, ჩვენ გვაქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა და რამდენიმე  ბაზარზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ , ამ პროგრამის  ფარგლებში,  ასევე გვაქვს გარკვეული მარკეტინგული აქტივობის თანადაფინანსების კომპონენტი და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

 

რაც შეეხება აშშ- ის ბაზარს, ეს ბაზარი ღვინისთვის, მათ შორის ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და თან  პრემიალური  ბაზარია  და  ბევრად ძვირს იხდიან  ღვინოში, ვიდრე ჩვენ ტრადიციულ  ქვეყნებში,  ასე  რომ ძალიან მნიშვნელოვანია და  ერთ-ერთი  მთავარი  ამ პროგრამის ფარგლებში, სწორედ აშშ-ს  ბაზარი და  აქტივობები  აშშ - ს ბაზარზეა.

 

ჩვეულებრივ  ვიტყოდი, რომ აშშ- ის  ბაზარზე 10-20% მდე ზრდა კარგია, მაგრამ  ვფიქრობ, რომ აშშ- ში  მანამ სანამ  სერიოზულ რაოდენობებზეე გავალთ, კიდევ  უფრო  მეტი  უნდა გვქონდეს  პროცენტული ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს ღვინის ექსპორტი შარშან მილიონ ბოთლს პირველად ასცდა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up