ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად 10 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვჭირდება -  ირაკლი მურცხვალაძე

ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად 10 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვჭირდება - ირაკლი მურცხვალაძე

access_time2022-01-04 14:30:42

როგორი იყო 2021 წელი ეკონომიკის მხრივ, რა ეკონომიკური მაჩვენებლები იყო მნიშვნელოვანი,  რით დაგვამახსოვრა თავი 2021 წელმა და რამდენად დუღდა ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს,  ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით რეალობა არც თუ ისე სახარბიელოა როგორც გვარწმუნებენ და 2021 წელს არც ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვქონია.

 

“რეალობა არც თუ ისეთი სასიამოვნოა, მეორეს მხრივ გვარწმუნებენ, რომ არნახული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ძალიან მაგრად ვვითარდებით,  სინამდვილეში ეს უფრო პანდემიამდელი სიტუაციის მიმართ ჩვენი ეკონომიკის აღდგენაა. თუ მაგალითად თქვეს რომ 2021 წელს 12% - იანი ზრდა გვაქვს, 2020 წლის ვარდნის გათვალისწინებით გამოდის , რომ რეალურად 2021 წელს  6% - იანი ზრდა გვქონდა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის 2018 წლის შემდგომ, გამოდის, რომ საშუალოდ წელიწადში 3% - იანი ზრდა გვქონია, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, ისედაც მცირე ეკონომიკის პირობებში სავალალო მაჩვენებელია.” -  აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ. 

 

მურცხვალაძის თქმით 2021 წელი არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლით არამედ ემოციური ფონითაც დასამახსოვრებელი იყო, რაც ნამახვანის ჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებში და სვანეთში მაინერებთან დაკავშირებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

 

“მეორე საკითხი, რითაც 2021 წელი დამამახსოვრდა, იყო არა მხოლოდ  ეკონომიკური , არამედ ემოციური ფონიც, რაც რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, მაგალითად ნამახვანის თემა და სვანეთში ბიტკიონების მაინერების ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მე მგონია, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სახელმწიფო ისე წყვეტს საკითხებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს დოვლათი, მაგალითად მის გარშემო მყოფ ბიზნესმენებს, რაც მოსახლეობის  ფართო  ფენას არ აძლევს შესაძლებლობას,   რომ ფლობდეს საკუთრებას და თვითონ მიიღოს  გადაწყვეტილება.

 


იმის მაგივრად,  რომ  სახელმწიფომ ქონება მოსახლეობას გადასცეს,რათა თვითონ გადაწყვიტოს ამ ტერიტორიას ჰესის ასაშენებლად გამოიყენებს თუ საძოვრად, სახელმწიფო ისეთ შეღავათიან პირობებში აძლევს უცხოელ ინვესტორს პროექტს, რომელი პირობებითაც ადგილობრივი ინვესტორი ვერ ისარგებლებს, ეს ბუნებრივია მოსახლეობაში იწვევს უკმაყოფილებას, ასევე როდესაც  ხედავ რომ სვანეთში მოსახლეობის  უდიდესი  ნაწილი ელექტროენერგიას ვერ  იღებს, რადგან უმცირესი  ნაწილი მაინინგით  ფულს  შოულობს. ის ასევე  იწვევს  მოსახლეობაში ძალიან დიდი უკმაყოფილებას,  დრო არის  რომ ორივე  მიმართულებით  ძლიერები  და  კომპეტენტურები გავხდეთ,  ერთის მხრივ გვჭირდება პროფესიონალიზმი და ეკონომიკის ცოდნა, ხოლო მეორეს მხრივ ელემენტარული ადამიანური ურთიერთობები, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ერთეულები კი არ გაამდიდროს , არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილსაც მისცეს ქვეყნის დოვლათით  სარგებლობის უფლება.“ -  აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.

 

მურცხვალაძემ 2022 წელს მოსალოდნელი 5% იანი ეკონომიკური ზრდაც შეაფასა და აღნიშნა, წინასწარ იმის პროგნოზირება თუ რამდენ პროცენტიანი ზრდა გვექნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა  5-6%  - იანი ზრდა  ისედაც პატარა ქვეყნისთვის ვერაფერი შედეგის მომტანია. მისივე თქმით ქვეყნის ეკონომიკა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ეკონომიკას 10-ჯერ ჩამოუვარდება  და საქართველო იმდენად ღარიბი ქვეყანაა, რომ 5-6 % იანი ზრდა სულ რომ თავისუფლად მიღწევადი იყოს ქვეყანას ვერაფერს უშველის.

 

“თუ ჩვენ გვინდა, რომ  ნორმალურად  ვიცხოვროთ  და  ხალხი ამ სახელმწიფოდან  არ გარბოდეს და ღირსეული ცხოვრების  პირობები  ჰქონდეს, მაშინ ჩვენ გვჭირდება  როგორც  მინიმუმ ორნიშნა  ეკონომიკური  ზრდა  10 წლის  განმავლობაში, ეს მაჩვენებელი წელიწადში 11-12% უნდა იყოს  , რაც  მთელი რიგი პირობები  გათვალისწინების გარეშე  იქნება  შეუძლებელი. ეს  არის  საყოველთაო  განკერძოება,  ეს არის სტაბილური ვალუტის გაცვლით კურსი და თუ ისევ ქვეყნის ფული ლარი იქნება მდგომარეობის გამოსწორება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ჩვენ  ისევ  ღარიბები ვიქნებით ამიტომ, თუ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ,  მოსახლეობამ  უნდა  იცოდეს რომ  ერთადერთ მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის  ევროზონაში  შესვლა და ეს გარდაუვალია. თუ ჩვენ ამ  გზაზე  მივდივართ და მოსახლეობას არ ვატყუებთ, ფარატინა ქაღალდებიდან, რომელიც ყოველ დღე უფასურდება უნდა გადავერთოთ ევროზე  და ამის  გარდა  ჩვენ უნდა გვქონდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ყველას, იქნება ეს  მმართველი პარტიის გუნდი,  რიგითი ეკონომისტი, მასწავლებელი, თუ მძღოლი  ექნება ერთნაირი  უფლებები და იქნება დაცული სახელმწიფო ,  სანამ ეს  მარტივი  სამი  კომპონენტი არ შესრულდება, რაღაც  მაღალ მიმავალ აღზევებულ მიზნებზე   საუბარი  ჩემი აზრით  ამ ხელისუფლებისგან  არარეალურია.“ -  აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.

 

კითხვაზე  თუ რა უნდა გაკეთდეს როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის , ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან იმისთვის, რომ ლარის კურსი არ  გაუფასურდეს და ინფლაციის  დონე  შემცირდეს ირაკლი მურცხვალაძე პასუხობს, რომ ამისთვის სამი რამეა საჭირო.

 

“პირველი: ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა იმუშაონ კოორდინირებულად,რასაც არ აკეთებენ.

 

მეორე, ეროვნული ბანკი არის ეროვნული ბანკი და არა მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტის ფილიალი, ის უნდა იღებდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მაგალითად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბეჭდავს და  ბეჭდავს   ყოველწლიურად ბევრად მეტ ფულს, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა  მოითხოვს, ანუ ეკონომიკურ ზრდაზე რამდენჯერმე უფრო დიდი არის სავალუტო ემისია, რაც ქვეყანაში იწვევს ინფლაციას და  ძალიან ცუდია, რომ ეროვნული ბანკი არის პირველი პასუხისმგებელი  ქვეყანაში ინფლაციაზე იმის  მაგივრად რომ ის იყოს  ამის  შემბოჭველი.

 

მესამე საკითხი შეეხება მთავრობას,  როდესაც  ვსაუბრობთ ფასების  სტაბილიზაციაზე, ინფლაციის მოთოკვაზე, იმის  მაგივრად  რომ  ხელისუფლება ფასების  სტაბილიზაციაზე  ზრუნავდეს  , იმ ქვე  ტექსტით  რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება , გააძვირეს ტარიფები ენერგორესურსებზე.

 

მაშინ როდესაც  გაძვირების  შემდეგ ლარი გამყარდა რატომ  არ შემცირდა ტარიფი  არც  ელექტროენერგიაზე  და  არც  გაზზე?  , რატომ დატოვეს  გაზრდილი  ტარიფები?, რატომ შეამცირეს  მათი  სუბსიდირება,? პირველი იანვრიდან  ვიცით, რომ ბიზნესსაც  შეუწყდება  სუბსიდირება. მერე  ნახეთ  გაზრდილი ფასები და უკმაყოფილება,  აი ამ  ზამთარს  როგორ  გადაიტანს  ჩვენი მოსახლეობა, რამდენად მოითმენს იმას,  რომ  ფენა ფენა  პარსავენ და  ინაწილებენ  მათ  დოვლათ  ჯიბეებში ეს  ყველაფერი  2022 წელს გამოჩნდება”  - აღნიშნა  ირაკლი  მურცხვალაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up