„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

access_time2020-07-30 11:35:07

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. ვისოლი პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 „“იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ მრავალწლიანი კამპანიაა. რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს გვსურს ძირითადი აქცენტი საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაზე გავაკეთოთ და დავეხმაროთ იმ მცირე ზომის საოჯახო ტურისტულ ობიექტებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ პანდემიით. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ქონდათ და მეტ წილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.  შესაბამისად, მათი  ცნობადობა დაბალია ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე და მათ არც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, რომ მოერგონ ახალ რეალობას და დაგეგმონ შიდა ტურისტებზე გათვლილი კომუნიკაცია. „ვისოლი“ საკუთარი რესურსებით მათ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოში ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველთ დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 


„მხატვრის სახლი“ ქვემო ქართლში, „ოტიას ეზო“ იმერეთში, ეთნო სოფელი სისატურა  სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი უძველესი ხალიჩა-ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ კახეთში, „ასლანიკაშვილების მარანი“ ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო „უშგული“ სვანეთში, ციხე მარანი „შარამანი“ შიდა ქართლში, შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში არიან პროექტის ბენეფიციარები. ვისოლის მხარდაჭერით შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები Georgian Travel Group და Living Roots მოემსახურებიან.  პროფესიული ფოტოგადაღება, რომელიც ვისოლმა პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის, რომელსაც ისინი შეხედულებისამებრ გამოიყენენებ. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.

 



თეგები:
ვისოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up