ქართველი იმპორტიორები ჩინურ ბაზრებს ტოვებენ - რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს  ცისქვეშეთს?

ქართველი იმპორტიორები ჩინურ ბაზრებს ტოვებენ - რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს ცისქვეშეთს?

access_time2021-11-12 10:00:17

ჩინეთიდან ლოგისტიკის მაღალი ხარჯის გამო ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ გზებს ეძებენ.  მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან იმპორტი კიდევ უფრო გაძვირდება, რაზეც უცხოურ ანალიტიკურ გამოცემებში ბოლო დროს ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება.  დაახლოებით 2-3 თვის წინ იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან 1 კონტეინერის გადაზიდვის ხარჯმა 14 000 დოლარს მიაღწია, ახლა ეს მაჩვენებელი უკვე 20 000  დოლარამდეა, რის გამოც იმპორტიორები ჩინეთის ბაზრებს ტოვებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ.



ასეთი ბაზრები, როგორც ქართველი ბიზნესმენები „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებენ, შეიძლება თურქეთი და ინდოეთი გახდნენ. განსაკუთრებით თურქეთი, საიდანაც ლოგისტიკის ხარჯი გაცილებით ნაკლებია. „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა დროებითია და როგორც კი პანდემია გადაივლის, ბიზნესი მთელ მსოფლიოში სტაბილურობას დაიბრუნებს.



,,ჩინეთიდან იმპორტი ისედაც 500%-ით არის გაძვირებული და ფასები კიდევ მატულობს. ამან საფუძვლიანად შეცვალა  ვაჭრობა მთელ მსოფლიოში. ქართველები ჩინურ ბაზრებზე უკვე ვეღარ აქტიურობენ, მათი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა, სამაგიეროდ,  რეგიონის ქვეყნებიდან დაიწყეს შესყიდვები, თურქეთი ამ მხრივ პირველ ადგილზეა. მართალია, თურქული საქონლის ღირებულება მაღალია, მაგრამ ტრანსპორტირება ნაკლები ჯდება, რაც მთლიან ხარჯს აბალანსებს. ჯერ ერთი, დეფიციტურიც არის საზღვაო გემზე ადგილები, ჩინეთიდან საქართველომდე იმპორტი უკვე ადვილი არ არის, ნაკადების რაოდენობა შემცირებულია“, - განმარტავს ირაკლი იაშვილი ,,კომერსანტთან“.



მისივე თქმით, პანდემიამ საგარეო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა, რაც დროებითი მოვლენაა და სამომავლოდ სიტუაცია დასტაბილურდება.

 


,,ჩინეთზე დამოკიდებული ბიზნესები  ალტერნატიულ გზებს ეძებენ, ბევრმა ეს მოახერხა. ბუნებრივიცაა, სანამ ასეთი გაურკვეველი ვითარებაა საზღვაო ბაზარზე,  იმპორტიორებს გადაწყობა მოუწევთ და  მერე მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდება. ძირითადი ნაკადები ჩინეთიდან მიდის ევროპის მიმართულებით, ჩვენ არ განვიხილებით პრიორიტეტულ მიმართულებად. საქართველო იმყოფება დერეფნის კუნჭულში. შეიძლება, ვინმეს მართლაც ჰგონია, სერიოზულ რამეს წარმოვადგენთ, მაგრამ თავს იტყუებს. სინამდვილეში გლობალურ სავაჭრო რუკაზე არც ვჩანვართ, ეს არის რეალობა“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.

 



იმპორტიორების ნაწილი სიტუაციას განსხვავებულად აღიქვამს და ამბობს, რომ პრობლემა არ არის დროებითი. შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ჩინეთზე იმპორტი უკვე ვეღარ მუშაობს და ალტერნატივა შეიძლება გახდეს ძირითადად თურქეთი და ინდოეთი, რა მიმართულებითაც ბიზნესი გადაწყობას მოახერხებს.



,,ბაზრების დივერსიფიცირებაზე ვფიქრობთ. ჩვენ შემთხვევაში, მოვიაზრებთ ინდოეთს, თუმცა არც იქიდან არის გადაზიდვები იაფი. ხარჯის ზუსტი ოდენობა არ ვიცით, პრაქტიკულად ახლა ვსწავლობთ ბაზარს. მოიაზრება თურქეთიც, მაგრამ მარტო მასზე დამოკიდებულებაც არ გაამართლებს. საერთოდ, საზღვაო გადაზიდვები არის  გაძვირებული. რაც აზიის ქვეყნებში ხდება, სრული კატასტროფაა. ხელოვნურად შექმნეს ეს სიტუაცია.  6 თვეა, ჩინეთიდან იმპორტი შევაჩერეთ. ნედლეული გაძვირდა, 1 კონტეინერი 2500 დოლარზე ძვირი არ ჯდებოდა და უკვე 15 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს.  პანდემიამ ბაზრებზე ახალი წესრიგი დაამყარა. მიზეზად სახელდება, რომ ჩინეთი კონტეინერების დეფიციტს განიცდის, რაც შეუძლებელია, სიმართლე იყოს“, - აცხადებს პაატა აბრამია.



ცნობისთვის, The Times-ის ინფორმაციით, ჩინეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო მსოფლიოში საქონლის დეფიციტი გაჩნდება, რაც პოპულარული საქონის მიწოდებაში დეფიციტს შექმნის. გამოცემის მიხედვით, პრობლემა თითქმის მთელი 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც საქონლის 10-12%-ით გაძვირებას გამოიწვევს.



გარდა ამისა, სუეცის არხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2022 წლის 11 თებერვლიდან არხში გავლის საფასური 6%-ით გაიზრდება. რაც  სატრანსპორტო ხარჯების ზრდას და შესაბამისად, საქონლის გაძვირებასაც გამოიწვევს.



რაც შეხება ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, ჯერჯერობით იგი კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.  აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობამ ამ მიმართულებით  $599.9 მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი $1.48 მილიარდით კვლავ თურქეთია. $1.14 მილიარდით მეორე ადგილზე რუსეთია.

 

იმპორტირებული პროდუქციის TOP-3 ჩინეთიდან ასე გამოიყურება:


მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისთვის ($42.4 მლნ);


ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ($28.6 მლნ);


ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები ($24.7 მლნ).

 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up