საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 11,981 მლრდ დოლარის პროდუქცია შეიძინა.
აქედან ყველაზე მეტი თანხა მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას მოხმარდა.
გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელსაც 2022 წლის იანვარ-ნოემბერი ვყიდულობდით:
მსუბუქი ავტომობილები - 1,391 მლრდ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,235 მლრდ დოლარი;
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 725,437 მლნ დოლარი;
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 373,559 მლნ დოლარი;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 360,687 მლნ დოლარი;
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 262,490 მლნ დოლარი;
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 159,936 მლნ დოლარი;
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 110,713 მლნ დოლარი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 107,303 მლნ დოლარი;
სატვირთო ავტომობილები - 91,899 მლნ დოლარი.