იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.6 პროცენტიანი ზრდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 9.1 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე.
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 2.5 პროცენტიანი მატება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 77.1 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 4.7 პროცენტიანი კლება“, — აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.