იმპორტის კლების ფონზე რუსეთში ადგილობრივი შამპანურის წარმოება მკვეთრად გაიზარდა

იმპორტის კლების ფონზე რუსეთში ადგილობრივი შამპანურის წარმოება მკვეთრად გაიზარდა

access_time2022-07-04 12:40:00

მაისში რუსმა მეღვინეებმა ცქრიალა და შამპანური ღვინოების წარმოება, 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, 39,3%-ით, 824 ათას დეკალიტრამდე გაზარდეს. „როსალკოგოლრეგულიროვანიეს“ და „როსსტატის“ მონაცემებს РБК ავრცელებს.

ცქრიალა ღვინოები მოიცავს ყველა ღვინოს, რომელიც ბუნებრივი დუღილის შედეგად ნახშირორჟანგით არის გაჯერებული, თუმცა ევროკავშირის ნორმების თანახმად, მხოლოდ ზოგიერთ ცქრიალა ღვინოს შეიძლება, ეწოდოს „შამპანური,“ რომელიც მხოლოდ საფრანგეთის პროვინცია შამპანში, ყურძნის გარკვეული ჯიშებიდან, „შამპენუას" მეთოდით მზადდება.

რუსეთში წარმოება თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება: ამ თვეში წლიურმა ზრდამ 6%-ზე ნაკლები, 704 ათას დეკალიტრამდე, მარტში 20%, 888 ათას დეკალიტრამდე, აპრილში, თითქმის, 30%, 872 ათას დეკალიტრამდე შეადგინა. მთლიანობაში მიმდინარე წლის ხუთ თვეში შამპანურისა და ცქრიალა ღვინის წარმოება რუსეთში, თითქმის, 25%-ით გაიზარდა და 3,9 მილიონ დეკალიტრამდე შეადგინა.

შიდა წარმოება ევროპიდან ცქრიალა ღვინოების იმპორტის შემცირების ფონზე იზრდება. ევროსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მსგავსი ღვინის მიწოდება ფიზიკურად 45%-ით, 6,8 ათას ტონამდე, ხოლო ღირებულებით, თითქმის, 44%-ით, 26,4 მლნ ევრომდე შემცირდა. მაისის მონაცემები ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.


თებერვლის ბოლოს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, იმპორტიორებს ლოგისტიკის პრობლემები შეექმნათ. ტრანსპორტის პრობლემებმა და რუბლის მკვეთრმა კოლაფსმა თებერვლის ბოლო-მარტის დასაწყისში განაპირობა ის, რომ უმსხვილესმა იმპორტიორებმა გადაზიდვები შეაჩერეს. ამასთან, უკრაინის ომის გამო რუსეთში პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის შესახებ საფრანგეთში თავად შამპანურის მწარმოებლებმაც განაცხადეს. მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ რუსეთში ღვინის პროდუქტების ყველანაირი ექსპორტი აკრძალეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა ფედერაციისთვის 300 ევროზე მეტი ღვინის მიწოდებაზე უარი თქვეს.

bpn.ge 

თეგები:
შამპანური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up