იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას - რომეო მიქაუტაძე

იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას - რომეო მიქაუტაძე

access_time2022-10-17 20:00:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჰიდროენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.


მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და ლიბერალური ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა მისი სტრატეგიული როლი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროცესში. რომეო მიქაუტაძის თქმით, საყოფაცხოვრებო და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამიტომ, მისი შეფასებით, მთავრობის მთავარი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადეკვატური და სანდო ენერგიის წყაროების არსებობას.


„იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და საქართველოს ენერგოწარმოების დივერსიფიკაციას. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორთან გააფორმა ხელშეკრულებები ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარების მიზნით. ასევე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ „მწვანე წყალბადის“ წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო და ექსპერტულ წრეებთან აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების კუთხით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



რომეო მიქაუტაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას სტრატეგიული პროექტის შესახებ, რომლითაც შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით საქართველოს ენერგეტიკული ქსელი რუმინეთის და შესაბამისად, ევროკავშირის ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურას დაუკავშირდება. „პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპასა და კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და რეგიონებს შორის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


გამოსვლაში, რომეო მიქაუტაძემ კონფერენციის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა, მათ შორის, მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზის შესახებ, რომელიც ქვეყანამ მიიღო ამ სამომავლოდ აამოქმედებს ევროკავშირის შიდა ბაზრის პრინციპების საქართველოში დასანერგად და ევროპული ტიპის ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.


მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ენერგეტიკული რესურსების ახალ სქემაზე, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და საბაზრო პრინციპებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ამ სქემით პროექტების შემუშავება კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up