იმუნიზაციის საბჭო ხანდაზმულების პნევმოკოკზე ვაქცინაციის საკითხზე მუშაობს

იმუნიზაციის საბჭო ხანდაზმულების პნევმოკოკზე ვაქცინაციის საკითხზე მუშაობს

access_time2020-05-22 11:10:31

65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყანაში პნევმონიაზე მოდის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამინისტრომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა გაატაროს.


„ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვაკეთებთ შეფასებას და გაანალიზებას იმ პაციენტების და ჰოსპიტალიზაციების რიცხვის, რომელიც საქართველოში გვაქვს. ვაკვირდებით თუ რამდენად სწორად არის იდენტიფიცირებული დიაგნოზი და შემდეგ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა. ცალსახად ვხედავთ, რომ პაციენტების მეტი წილი, ანუ ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში, მოდის სწორედ პნევმონიაზე, რაც ერთის მხრივ კითხვებს ბადებს და მეორეს მხრივ იქცევს ყურადღებასაც იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ და გამოვასწოროთ ჩვენი პაციენტების მდგომარეობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.


ვაქცინაცია პნევმონიური დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც თავის მხრივ, პნევმოკოკის ბაქტერიები იწვევენ. იმის გამო, რომ ხანდაზმულებში მრავლადაა განვითარებული პნევმონია, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია. შესაბამისად შეხვედრაზე, ყველაზე მოწყვლადი, სავარაუდო სამიზნე ჯგუფების შესახებ იმსჯელეს. ჩაინიშნა მომდევნო შეხვედრაც.



იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ივანე ჩხაიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ყველაზე მაღალია რისკი ისეთი დაავადებით გარდაცვალების როგორიცაა ფილტვების ანთება.


„შემდეგი შეხვედრების განმავლობაში გადაწყდება სამიზნე ჯგუფი, ასევე ვადებთან დაკავშირებული საკითხები. თვით ის ფაქტი, რომ საქართველოში დაიწყო ამ თემაზე საუბარი, არამარტო საუბარი, არამედ კონკრეტულად განსაზღვრული გეგმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილობას სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში, სწორედ იმ პაციენტებში სადაც ფილტვების ანთება მათი ზოგადი მდგომარეობიდან, ასაკიდან და თანარსებული ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარდაცვალების მაღალ რისკთან დაკავშირებული“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.


პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებში და ის შეტანილია ეროვნულ კალენდარში, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია. აღნიშნულმა მცირეწლოვნებში განვითარებული პნევმონიის რიცხვი მკვეთრად შეამცირა. მანამდე პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ორიდან ხუთ წლამდე ბავშვებში.


ხანდაზმულთა პნევმოკოკზე აცრა შეტანილია არაერთი განვითარებული ქვეყნის კალენდარში და აქტიურად გამოიყენება, რადგან ის იცავს ხანდაზმულებს პნევმოკოკური პნევმონიის განვითარებისგან.


თეგები:
პნევმოკოკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up