ამუშავდება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ამუშავდება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი

access_time2021-08-31 10:00:47

საკოორდინაციო საბჭო 31 აგვისტოს, სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც იმსჯელებს, აღდგება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით რთული ვითარებაა და კლინიკები გადატვირთულია.

,,საბჭო იმსჯელებს, შესაძლებელი იქნება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. თუმცა დღეს, ის შეზღუდვები რაც გვაქვს და დაანონსებულია, როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს გაბუნია. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს ოპოზიციის ნაწილი მოუწოდებს, რომ გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა. როგორც ,,ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში. გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში.


შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამონაწილეები იმ სარჩელისა, რომლითაც ლეიბორისტებმა საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

,,კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. შეზღუდვა მოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up