ინდოეთსა და ინდონეზიაში რუსი ტურისტებისთვის შესვლის წესები მკაცრდება . რუსეთის საელჩოს ინფორმაციით ინდოეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზაზე და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობაზე ლიმიტი დააწესა, რომელიც ქვეყანაში ზედიზედ 90 დღეს და წელიწადში მაქსიმუმ 180 დღეს გულისხმობს.
.
ცვლილებები ეხება უკვე გაცემულ ელექტრონულ ვიზებსაც, აქამდე ელექტრონული ტურისტული ვიზით ინდოეთში, შესაძლებელი იყო წელიწადში 180 დღეზე მეტი დარჩენა, თუმცა ზედიზედ არა უმეტეს 90 დღე.
ადრე ინდონეზია ბალის პროვინციის გუბერნატორის მოთხოვნით რუსებზე ჩასვლისას ვიზების გაცემის გაუქმებაზე ფიქრობდა. ინდონეზიის ელჩმა რუსეთში, ხოსე ანტონიო მორატო ტავარესმა განაცხადა, რომ ჯაკარტას ხელისუფლება ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
ინდონეზიის ელჩმა მოსკოვში ხოსე ტავარესმა განმარტა, რომ ბალის გუბერნატორის წინადადება ეფუძნება კუნძულზე როგორც საიმიგრაციო კანონმდებლობისა და მოძრაობის წესების სხვადასხვა დარღვევებს. მან ამ საკითხის განხილვას „გადაჭარბებული“ უწოდა, მაგრამ თუ ცენტრალური ხელისუფლება ამ წინადადებას დაამტკიცებს, რუს ტურისტებს კვლავ შეეძლებათ ვიზაზე განაცხადი მოსკოვში ინდონეზიის საელჩოში.
„რუს ტურისტებს კვლავ ელოდებიან ინდონეზიაში, მათ შორის ბალიში“, - დაასკვნა ელჩმა.