ფინანსური პირობების გამკაცრებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების ფონზე, ინდოეთის მთავრობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებას მომავალ ფისკალურ წელს ელოდება. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითჰარამანიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო დიაპაზონი 6-6,8%, ანუ 6,5%-ია მედიანური თვალსაზრისით.
თუ მომავალი ფისკალური წლის პროგნოზი არ შესრულდება, ინდოეთის მშპ მსოფლიოს ყველა უმსხვილეს ეკონომიკას შორის რეკორდულ ზრდას აჩვენებს, წერს Bloomberg-ი.
ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ინდოეთის ეკონომიკისთვის მომავალ ფისკალურ წელს დადებითი ფაქტორები სამომხმარებლო დანახარჯებისა და კაპიტალის ინვესტიციების მუდმივი აღდგენა და, ასევე, დაკრედიტების მოსალოდნელი ზრდა იქნება.