ინდოეთი ჰიმალაის მთებში 283 კმ-იან მაგისტრალს აშენებს - Bloomberg

ინდოეთი ჰიმალაის მთებში 283 კმ-იან მაგისტრალს აშენებს - Bloomberg

access_time2023-02-18 18:00:46

ჩინეთთან საზღვრის გაძლიერების მიზნით ინდოეთი ჰიმალაის მთებში პირველი მაგისტრალის მშენებლობას იწყებს, რომელიც ყველანაირ მეტეოროლოგიურ  პირობებზე იქნება მორგებული. გზა განკუთვნილია ჯარებისა და აღჭურვილობის გადასაყვანად. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

283-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი მთიან რაიონებში რეგიონისკენ უმოკლესი გზა იქნება. პროექტი 206 მილიონი დოლარი დაჯდება და 2025 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

  

გზა ლადახის რეგიონს ქვეყანასთან ერთ წელიწადში დააკავშირებს. ამის შესახებ ინდოეთის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა ანურაგ ტაკურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ინდოეთი ჩინეთთან საზღვრის დასაცავად კიდევ 9000 ჯარისკაცს გაგზავნის.

 


15 თებერვალს ინდოეთის მთავრობამ, მთის ქედის გავლით, ჰიმაჩალ პრადეშის შტატში, 4,1 კმ-იანი გვირაბის პროექტი დაამტკიცა. ამ გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გზა, რომელიც ინდოეთის ძირითად ნაწილს ჩინეთთან საზღვრის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთებთან აკავშირებს, ხელმისაწვდომი წლის ნებისმიერ დროს იქნება.

 

ინდოეთს აქვს ორი გზატკეცილი, რომელიც ლადახში მიდის, მაგრამ ისინი ზამთარში მინიმუმ ოთხი თვის განმავლობაში დაკეტილია. ამის გამო ინდოელ სამხედროებს ჯარის და ტვირთის ლადახში გადაყვანა საჰაერო გზით უწევთ.

 

ჰიმალაის მთებში ინდოეთსა და ჩინეთს შორის გამოკვეთილი საზღვრის არარსებობა მრავალი კონფლიქტის მიზეზი გახდა. შეტაკებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ ერთმანეთს დააკისრა.

 

სიტუაციის გამწვავება ლადახის რეგიონში, რომელიც კუნლუნსა და ჰიმალაებს შორის მდებარეობს, 2020 წლის მაისში ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შორის კონფლიქტით დაიწყო.

 

გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის სარდლობა, როგორც ლადახის რეგიონში ჩინეთთან საზღვრის გაძლიერების ნაწილი, სხვადასხვა სადაზვერვო თვითმფრინავების და თვალთვალის სისტემების შეძენას იწყებდა.

 

დეკემბერში ცნობილი გახდა შეტაკებები შესახებ არუნაჩალ-პრადეშის შტატში ფაქტობრივი კონტროლის ხაზზე. მაშინ ინდოეთისა და ჩინეთის რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.


თეგები:
ინდოეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up