ინდოეთის ხელისუფლება კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებს, რათა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, საახალწლო დღესასწაულების წინ, წვეულებებსა და საჯარო ღონისძიებებზე მასობრივი თავშეყრის თავიდან არიდება მოხდეს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, ყველა დიდ ქალაქში ღამით „კომენდანტის საათი“ დაწესდება და რესტორნებში კლიენტების რაოდენობის შეზღუდვა სავალდებულო იქნება.
”აშკარად ჩანს, რომ სოციალური შეკრებები შეუზღუდავად მიმდინარეობს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც არღვევენ ყველა სოციალური დისტანციის წესებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა დასავლეთის შტატის მაჰარაშტრას ჯანდაცვის მინისტრმა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 13154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 268 ადამიანი გარდაიცვალა. ოქტომბრის შემდეგ ეს იყო ყოველდღიური ინფიცირებულთა მაქსიმალური მაჩვენებელი. ჯამში, ინდოეთში დადასტურებული შემთხვევებიდან „ომიკრონ“ შტამი 961 ადამიანს აღმოაჩნდა.
ipn.ge