მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის (WPR) მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობამ 2022 წლის ბოლოს,1,417 მილიარდ ადამიანი შეადგინა, რაც ხუთი მილიონით მეტია ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობაზე, სადაც ეს მაჩვენებელი, ოფიციალური მონაცემებით, 1,412 მილიარდი ადამიანია.
WPR-ის მონაცემებით, 18 იანვრის მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა და 1,423 მილიარდი ადამიანი შეადგინა.
2017 წელს გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომ 2024 წლისთვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრებს. ორგანიზაციამ იწინასწარმეტყველა, რომ ინდოეთის მოსახლეობა იმ დროისთვის 100 მილიონზე მეტით გაიზრდებოდა.
2022 წელს ჩინეთის მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. ჩინეთის მოსახლეობა 1,411 მილიარდამდე შემცირდა, რაც 850 000-ით ნაკლებია 2021 წლის ბოლოდან, იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.
მანამდე გაეროს ცნობით, დედამიწის მოსახლეობამ 15 ნოემბრის მდგომარეობით 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის ძირითადი ზრდა ამ ნიშნულამდე უზრუნველყო აზიის დემოგრაფიულმა ზრდამ. აფრიკის მოსახლეობას კიდევ თითქმის 400 მილიონი ადამიანი დაემატა. ქვეყნებს შორის ინდოეთი დასახელდა ყველაზე დიდ „კონტრიბუტორად“, რომელმაც მოსახლეობას 177 მილიონი ადამიანი დაამატა.
2037 წლისთვის დედამიწაზე მოსახლეობის 9 მილიარდამდე გაზრდაა მოსალოდნელი, 2058 წელს კი ეს რიცხვი 10 მილიარდს მიაღწევს. გაეროს პროგნოზით, პიკურ რაოდენობას - 10,4 მილიარდს კი 2080 წლიდან 2100 წლამდე მიაღწევს.