ინდოეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა გაზარდოს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6,5%-მდე. ამის შესახებ ინდოეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა შაკტიკანტა დასმა განაცხადა მუმბაიში გამოსვლისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა YouTube-ზე.
„მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მისი პერსპექტივების შეფასების საფუძველზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეპოს განაკვეთის გაზრდა 25 საბაზისო პუნქტით, 6,5%-მდე დაუყოვნებლივი ეფექტით“, - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ცენტრალური ბანკის კომიტეტის ექვსი წევრიდან ოთხმა მხარი დაუჭირა განაკვეთის გაზრდას.
ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მეექვსედ გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის შეკავებისა და ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შეზღუდვის მიზნით.