ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, შეზღუდვები მკაცრდება.
შეზღუდვების ფარგლებში, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს, ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობის უფლება ექნებათ, შეიზღუდება მოლებისა და ბაზრობების სამუშაო საათებიც. დროებით დაიხურება გამაჯანსაღებელი კომპლექსები, საცურაო აუზები, სკოლები და კოლეჯები.
ინდოეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 6 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში დღემდე „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების 653 შემთხვევაა დაფიქსირებული.
IPN.GE