ინდოეთის მიერ ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვა გავლენას საქართველოზეც მოახდენს

ინდოეთის მიერ ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვა გავლენას საქართველოზეც მოახდენს

access_time2022-08-31 18:00:18

ინდოეთის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვაზე გავლენა, შესაძლოა, საქართველოზეც მოახდენს. საუბარია დაქუცმაცებული ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვაზე.



საქსტატის საიტზე განთავსებულ მონაცემებში ბრინჯის იმპორტში ერთ-ერთი მიმართულებაა სწორედ „ნახევრად დამსხვრეული ან მთლიანად დამსხვრეული ბრინჯი, გაპრიალებული ან გაუპრიალებელი, მოჭიქული ან მოუჭიქავი“.



სწორედ ინდოეთია საქართველოს დამსხვრეული ბრინჯის ერთ-ერთი მსხვილი მომმარაგებელი, ის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და მთლიანი იმპორტის 25% მასზე მოდის.




2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ინდოეთიდან მთლიანობაში 1 მლნ 495 ათას 350 დოლარის ღირებულების 1,699.69 ტონა დაქუცმაცებული ბრინჯი შეიძინა.



ჯამში კი ქვეყანამ 2022 წლის პირველ 7 თვეში 4 913 960 დოლარის ღირებულების 6 771.29 ტონა ბრინჯი იყიდა.



დამსხვრეული ბრინჯის იმპორტიორი ქვეყნები:
• პაკისტანი - $ 2 167 690 - 3 814.82 ტონა
• ინდოეთი - $1 495 350 – 1 699.69 ტონა
• რუსეთი - $530 420 - 530.85 ტონა
• ტაილანდი - $224 810 - 286 ტონა
• ყაზახეთი - $96 600 - 131 ტონა



ინდოეთი მსოფლიოში ბრინჯის უდიდესი ექსპორტიორია, ქვეყანამ ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვაზე გადაწყვეტილება უხვი ნალექის გამო მარაგების დაახლოებით 8%-ით შემცირების გამო მიიღო. როგორც უცხოური მედია წერს, ინდოეთის გადაწყვეტილება განსაკუთრებით აისახება იმ ქვეყნებზე, რომლებიც დაქუცმაცებულ ბრინჯს აქტიურად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის გადაწყვეტილება ბრინჯის ფასს კიდევ უფრო გაზრდის


თეგები:
ბრინჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up