მილიარდერმა მუკეშ ამბანიმ, რომელიც ინდოეთის უმდიდრეს ადამიანად ითვლება, დუბაიში ყველაზე ძვირადღირებული ვილა 163 მილიონ დოლარად იყიდა.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის წყაროების თანახმად, მეწარმემ სასახლე პალმ ჯუმეირას რაიონში ქუვეითელი მაგნატის მუჰამედ ალშაის ოჯახიდან იყიდა.
მანამდე ამბანმა უკვე შეიძინა უძრავი ქონება არაბეთის გაერთიანებული საამიროების (UAE) ამ პოპულარულ საკურორტო ქალაქში. 2022 წლის დასაწყისში ის 80 მლნ დოლარის ღირებულების სახლის მფლობელი გახდა. იმ დროს უძრავი ქონების აღნიშნული ფასი მეტროპოლისში ყველაზე ძვირად იყო მიჩნეული.
მდიდარი უცხოელები მზად არიან იყიდონ უძრავი ქონება დუბაიში, რადგან მყიდველები ამ შემთხვევაში ხსნიან გრძელვადიან ვიზას ათი წლის განმავლობაში. ასევე, უცხოელებს იზიდავთ ამ ქვეყანაში სახლის ყიდვის ანონიმურობა.