Apple-მა და Foxcoon-მა ინდოეთში ახალი კანონის ლობირება შეძლეს, რომელიც ქალებს 12-საათიან სამუშაო გრაფიკისა და ღამის ცვლაში მუშაობის უფლებას აძლევს. ამის შესახებ Gadget Tendency წერს.
კანონი მოქმედებს კარნატაკას შტატში, სადაც Foxconn გეგმავს iPhone-ის ქარხნის აშენებას. დოკუმენტის მიხედვით, შტატში სამუშაო კვირის მაქსიმალური ხანგრძლივობა 48 საათით განისაზღვრა. ამასთან, სამი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური საათების დასაშვები რაოდენობა 75-დან 145-მდე გაიზრდება.
Foxconn აწარმოებს iPhone-ს ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში. მის გარდა, Apple-თან თანამშრომლობენ Pegatron-ი და Wistron-ი, რომელთა ქარხნებიც ასევე ინდოეთში მდებარეობს.