ინდოეთის ხელისუფლებამ, დელის გარეუბანში მდებარე ორი 103-მეტრიანი ცათამბჯენი დაანგრია. შესაბამისი ბრძანება ხელისუფლებამ გასულ წელს გასცა, რომლის თანახმადაც, ცათამბჯენები სამშენებლო რეგლამენტსა და ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებს არღვევდნენ.
პროცესისთვის 3 700 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ისინი სტრატეგიულად განთავსდა, რათა გარემოსთვის მინიმალური ზიანი მიეყენებინათ.
ათასობით ადამიანმა, რომლებიც ახლოს ცხოვრობდნენ, 10 საათის განმავლობაში საცხოვრებელი სახლები გააათავისუფლა. ამჟამად, მოძრაობა აღდგენილია.
აფეთქების შედეგად დარჩენილ 80 000 ტონაზე მეტი ნანგრევის ნაწილს ტერიტორიის შესავსებად, ნაწილს კი - გადასამუშავებლად გამოიყენებენ.
Apex-ისა და Ceyane-ის ცათამჯენები გადატვირთული მაგისტრალის კიდეზე იყო აშენებული, რომლებიც ერთმანეთთან დელისა და ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, უტარ პრადემის აკავშირებდა.