ინდოეთის შეიარაღებული ძალების ორმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმქციას Reuters ავრცელებს.
ერთ-ერთი ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსული Su-30-ია, ხოლო მეორე - ფრანგული წარმოების Mirage 2000. წინასწარი ინფორმაციით, ორმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო მესამეს მაშველები ეძებენ.
თვითმფრინავები საწვრთნელ ფრენას ახორციელებდნენ. კატასტროფის მიზეზები უცნობია. სავარაუდოდ, ავიაგამანადგურებლები ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ.