საქართველო ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკლებებს იწყებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მიზანშეწონილობის კვლევა უკვე დასრულებულია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პირველი რაუნდის შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.
მისივე თქმით, ამავდროულად დასრულების ბოლო სტადიაზეა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა.
„კვლევის შედეგებმა ორივე ქვეყანას შესაძლებლობა უნდა მისცეს, მიიღონ გადაწყვეტილება, როდის დაიწყონ მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად,“ - განაცხადა გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით გაიმართა.
gbc.ge