ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯაკარტას აეროპორტი უცხოელ ტურისტებს, დროებით, არ მიიღებს. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციაა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ახალი შეზღუდვა იმ ინდონეზიელებზეც ვრცელდება, რომელთაც საზღვარგარეთ იმოგზაურეს.
ბალის, ბატამისა და ტაჯუნგ პინანგის აეროპორტები უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
imedinews.ge