ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.