ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, რის გამოც კუნძულ ჯავაზე ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში 1,5 კმ-იანი ფერფლის სვეტი წარმოიქმნა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, მოსახლეობას ტერიტორიიდან სულ მცირე 8 კილომეტრის დაშორებით ყოფნისკენ მოუწოდეს.
ამოფრქვევის შემდეგ იაპონიამ მის სამხრეთ კუნძულებზე, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.