ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტასა და ახლოსმდებარე ქალაქებში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 53-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 173 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, თავისი სახლები დაეტოვებინა.
24 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა ინდონეზიის დედაქალაქში ახალი წლის ღამეს დაიწყო.
Imedinews