ფოთის პორტის მმართველი კომპანია პარლამენტის ახალ ინიციატივას აკრიტიკებს და მის გასაჩივრებას გეგმავს

ფოთის პორტის მმართველი კომპანია პარლამენტის ახალ ინიციატივას აკრიტიკებს და მის გასაჩივრებას გეგმავს

access_time2022-04-13 10:00:21

პარლამენტმა დაიწყო ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანას გულისხმობს. სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე, ასევე საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს.


კანონპროექტის ავტორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაღვილი და ამავე კომიტეტის სხვა წევრები ამ ინციიატივის განხილვას დაჩქარებული ფორმატით მიღებას მოითხოვენ.


ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-ში ახალ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და მისი მიღების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავენ.


APM Terminals-ის იურისტმა კახა შარაბიძემ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ კანონპროექტის შესახებ არ იცოდა და მხოლოდ პრესიდან გაიგო. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ძალიან ბევრი მიმართულებით ბადებს კითხვის ნიშნებს, ამიტომ ქვეყანაში უმსხვილესი ნავსადგური და მისი ოპერატორი წინააღმდეგია ამ ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების.


„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. წარმოდგენილი კანონპროექტი ძალიან ბევრი მიმართულებით ბადებს კითხვის ნიშნებს. ქვეყანაში უმსხვილესი ნავსადგური და მისი ოპერატორი წინააღმდეგია ამ ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების.



ეს კანონპროექტი ეხება ინდუსტრიას და ამ ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი კომპანია ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მას უნდა მიეცეს ჩართულობის შესაძლებლობა. ძალიან უცნაურია დაჩქარებული წესით განხილვა, ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. ძალიან უცნაურია, რომ თითქმის პრესიდან შეიტყო ფოთის პორტმა ამ კანონპროექტის შესახებ და ჩართული არ იყო ამ პროცესში.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაა შესწავლილი ამ კანონპროექტის ზემოქმედება, მათ შორის ფოთის პორტის საქმიანობის უსაფრთხოებაზე, ლოგისტიკურ ოპერაციებზე და ასე შემდეგ. ამ კუთხითაც ვხედავთ რომ საკითხი არ არის შესწავლილი სწორად. გთხოვთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოხდეს იმ ფორმით, რომ საშუალება მიეცეს ინდუსტრიაში მთავარ მონაწილეს ჩართული იყოს ამ პროცესში. ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ დაჩქარებული განხილვა იყოს.


ეს კანონპროექტი შეეხება ბიზნესკლიმატს. კომპანიის მშობელი კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ჰააგაში, გეგმავს მიმართოს ყველა ღონისძიებას. 1998 წელს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის გაფორმდა საინვესტიციო საკუთრების დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმება და ეს კანონი იქნება პირდაპირი დარღვევა ამ შეთანხმების“
, - ამბობს ადვოკატი.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს. ასევე, საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, ამ მუხლის მე - 5 ნაწილში აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად.


გარდა ამისა, კანონში ჩნდება ახალი ტერმინი - “სანავსადგურე ერთეული”, რაც ნავსადურის ოპერატორს აღნიშნავს. კანონპროექტის მიხედვით, “სანავსადგურე ერთეულმა” კონკრეტული პორტის არეალში შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის და მისი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უნდა ჩაატაროს. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, თუკი ერთ ნავსადგურში ერთზე მეტი ოპერატორი საქმიანობს, არ უნდა მოხდეს რომელიმე ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისთვის პორტის შემოსასვლელ არხში გემების შესვლაზე რაიმე მოსაკრებელის დაწესება.


„წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე. ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა. ასევე, დადგინდება ვალდებულებები სანავსადგურე ერთეულების მიმართ, კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს, დაუწესოს შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური. ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს მის ღიაობას. ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობს საკანონმდებლო რეგულირება, ამდენად მნიშვნელოვანია შესასვლელი არხის მოვლა პატრონობის საკითხი დარეგულირებულ იქნას საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია რიგი საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება, რათა არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up