„ინერციით მივდივართ, ბაზარი არ იზრდება“ - ნინო კობახიძე სადაზღვევო სექტორის 2022 წელს აჯამებს

„ინერციით მივდივართ, ბაზარი არ იზრდება“ - ნინო კობახიძე სადაზღვევო სექტორის 2022 წელს აჯამებს

access_time2022-12-19 16:20:43

სადაზღვევო ბაზარი არ იზრდება, ინერციით მივდივართ, სექტორის მოგება მიზერულია — ასე აფასებს სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და „ჯეო ჰოსპიტალსის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ სადაზღვევო სექტორის 2022 წელს.


მისი თქმით, 2023 წელს სადაზღვევო სექტორის მთავარი მოლოდინი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევას უკავშირდება. კობახიძე იმედოვნებს, რომ სექტორი შეძლებს ყველას დარწმუნებას, რომ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა არ არის დამატებითი გადასახადი, არამედ ეს არის შველა მოქალაქეებისთვის, რათა მათ რისკები აირიდონ.


„პოსტკოვიდური რეჟიმია, ვცდილობთ დავბრუნდეთ იქ, სადაც კოვიდის არყოფნის შემთხვევაში ვიქნებოდით და სადაზღვევო სექტორი ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. სადაზღვევო ბაზარი არ იზრდება. არ არის მზარდი არც კორპორაციული ბაზარი, საცალო გაყიდვების კუთხითაც ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული. სექტორის მილიონიანი მოგება, რაც წერია, ძირითადად კურსთა შორის სხვაობით არის ხოლმე, როგორც წესი გამოწვეული. ზოგადად სადაზღვევო სექტორის მოგება მიზერულია, ახალი კორპორაციული კლიენტები არ გვყავს.


ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ სერიოზული გეგმები გვაქვს, თუმცა იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო აგვიანებს ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის თემას, ეს რთულია. სავალდებულო დაზღვევის აქამდე არამოქმედება არ არის მისასალმებელი საკითხი და ვისურვებდი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევჯერდეთ დაწყების თარიღზე და TPL ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში ვადები მაინც გახდეს ცნობილი და განისაზღვროს. სადაზღვევო სექტორი ისევ ძველ რეჟიმში ვართ, ინერციით მივდივართ. სხვა მხრივ, ეკონომიკის განვითარებას თუ ჩავთვლით, მცირედით შეიძლება გაიზარდოს სექტორის მაჩვენებლები.



2023 წელს აქტიური მუშაობა გვჭირდება, განსაკუთრებით ზედამხედველის მხრიდან, რომ მოხდეს ყველას დარწმუნება, რომ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა არ არის დამატებითი გადასახადი, არამედ ეს არის შველა მანქანის მფლობელი მოქალაქეებისთვის, რათა მათ რისკები ავარიდოთ. ამას სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა, როგორც ჩანს პოლიტიკური კუთხით უყურებს ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია ამ პროცესს და სოციალურ გადასახადად აღიქვამს, სინამდვილეში პირიქით, უფრო თავდაცვის მექანიზმია, ვიდრე რაიმე ტიპის გადასახადი. შესაბამისად, როგორც კი გააქტიურდება სექტორი და დაიწყებს მუშაობას ამ საკითხზე, ყველაფერი ბევრად უფრო დადებითად განვითარდება და ალბათ მთავრობაც აყვება ამ ყველაფერს. მოლოდინი გვაქვს, ოპტიმისტურად ვუყურებთ სექტორის განვითარებას და ვიმედოვნებთ რომ ეს ცვლილებები მომავალი წლიდან მაინც დაიწყება“,  აღნიშნავს ნინო კობახიძე.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 704,5 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9.4%-ით გაზრდილია. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 152,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 341,5 მილიონ ლარს.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up