ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, აუცილებელია, ვაქცინაცია კიდევ უფრო გააქტიურდეს. მისი თქმით, ამ შტამით ინფიცირებულთა ნაწილი არაა დაზღვეული, მდგომარეობა დამძიმდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რაშიც, პრაქტიკაშიც დავრწმუნდით, მაინც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმდებიან. განსაკუთრებით, ისინი არიან ასაკოვანი, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადების მქონე და არავაქცინირებული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვა და, მათ შორის, ბუსტერ დოზის გაკეთება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
imedinews.ge