ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამიტომ მნიშვნელოვანია ღრმა ანალიზი და არა ზედაპირული მიდგომა

ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამიტომ მნიშვნელოვანია ღრმა ანალიზი და არა ზედაპირული მიდგომა

access_time2022-05-05 14:50:00

ინფექციონისტის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გიორგი კამკამიძის შეფასებით, კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამიტომ მნიშვნელოვანია ღრმა ანალიზი და არა ზედაპირული მიდგომა. აღნიშნულით ის ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასწორი იყო მიდგომა, რომლის თანახმად „ჩვენ პანდემია ყველაზე კარგად ვმართეთ“.


„ღრმა ანალიზია საჭირო და არა ზედაპირული მიდგომა. არაერთხელ აღვნიშნეთ პრობლემაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ზედმეტი ჰოსპიტალიზაცია იყო, ეს კი ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ ბუნდოვანი იყო ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, არ დაიწერა დროზე და არ მიეწოდა საავადმყოფოებს. ისინი ვერ იქნებიან პასუხისმგებლები ამის გამო. უფრო სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ძალიან დიდი ქაოსი იყო პაციენტების მართვასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ნაკადების მართვაზე. არ არის სწორი, ეს კლინიკის მენეჯმენტის დონეზე მოვითხოვოთ. ამ საკითხის კვლევა სათავიდან უნდა დავიწყოთ, იგივე მინისტრის ან კლინიკური ჯგუფის დონიდან, რომელიც ამ პროცესს მართავდა. ვფიქრობ, კლინიკურმა ჯგუფმა ვერ გაართვა თავი მართვას. ამ რგოლში გვქონდა ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ არის, რომ საქართველოში მაღალი სიკვდილიანობა გვაქვს. ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება და არა ზედაპირული, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვმართავთ ეპიდემიას. ეს ასე არ არის, აუცილებელია მიზეზების და პრობლემების გარკვევა, რაც კლინიკური მართვის პროცესში იყო“,- აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.


ამასთან, მან რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაადრევი იყო.



„რასაკვირველია, კლინიკების შემოწმება ყოველთვის უნდა განხორციელდეს. წინასწარ დაანონსება, რომ ეს იყო გარკვეული რგოლის ბრალი, რომლის გაშვებაც მოყვა სამსახურიდან, ძალიან ნააადრევია, ვიდრე არ იქნება გამოკვლეული. ეს შეიძლება არ იყოს ამ რგოლის ბრალი, ვფიქრობ, უფრო სისტემური პრობლემაა მაღალ დონეზე. მენეჯმენტის ცვლილებით არ უნდა იყოს დაწყებული, ამ შემთხვევაში, უფრო მაღალ დონეზე უნდა მოხდეს ცვლილება“,- აღნიშნავს კამკამიძე.


ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up